ახალი ამბები

გორობას ჯფუფი “ურსა” იმღერებს – მერია 20 000 ლარს გადაუხდის

“გორობას” კონცერტს ჯგუფი “ურსა” გამართავს.

სახალხო ზეიმზე სიმღერისთვის გორის კულტურის განვითარების სააგენტომ აღნიშნულ ჯგუფთან 20 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. 

“კვლევის შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილი ჯგუფი დიდი პოპულარობით სარგებლობს გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში”, – ამბობენ კულტურის სააგენტოში. 

“გორობა 2024” 13 ოქტომბერს გაიმართება. დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობები და ღონისძიებები.

დატოვეთ კომენტარი