ყველა ადამიანი უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთთან, ვისაც ამის საშუალება აქვს და დააფიქსიროს საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია, – ამბობს ნიკა საძაგლიშვილი და ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
საძაგლიშვილი პოლონეთის ქალაქ შვინოუიუშცეში ცხოვრობს და იმისათვის, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, მას 11-საათიანი მგზავრობა მოუწევს.
“ჩემგან დედაქალაქი ვარშავა, სადაც საარჩევნო შტაბი იქნება, 11 საათის სავალზეა. მატარებლით უნდა წავიდე და დაახლოებით 2 დღე გზაში უნდა ვიყო, რის გამოც მიწევს სამსახურის გაცდენა. ამას შესაბამისი ხარჯებიც აქვს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ღირს ეს ყველაფერი საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის დასაფიქსირებლად, რადგან თითოეული მოქალაქის ხმა მნიშვნელოვანია“, – გვითრა ნიკა საძაგლიშვილმა.
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ახლა მთავარ გამოწვევას საარჩევნო უბნების სიმცირე წარმოადგენს. ისინი ფიქრობენ, რომ საარჩევნო უბნები არასაკმარისია და ამით სახელმწიფო ხმის უფლებას ართმევს.