ახალი ამბები

“კარგ მთქმელს, კარგი გამგონე უნდაო” – გენო პეტრიაშვილი ივანიშვილის განცხადებაზე 

კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო, ქართველებს გვაქვს ეს მაგარი გამოთქმა”, – ასე ეხმაურება ოლიმპიური ჩემპიონი და ახლა უკვე “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიის მე-10 ნომერი, გენო პეტრიაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას. 

პეტრიაშვილი ამბობს, რომ საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფებმა, არასწორი ინტერპერაცია მისცეს ივანიშვილის განცხადებას და ფართო აუდიტორიას დამახინჯებულად მიაწოდეს. 

“რაღაცა გარკვეულმა ჯგუფებმა, აი, ეს მაგარი ნათქვამი მონათლეს … ძაან ცუდად მიიტანეს მაყურებელთან. არის საზოგადოების კატეგორია, რომელიც მათ უსმენს და იმდენად დამახინჯებულად მიუტანეს, თითქოს თითოეული ჩვენთაგანი, დამნაშაავებს, ოკუპანტებსა და მკვლელებს ბოდიშს უხდის. ეს ხომ ასე არ არის? ჩვენ უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთიც, ცხინვალიც, აფხაზებიც და ოსებიც. უნდა შემოვირიგოთ და ჩვენს ძლიერ, გაერთიანებულ საქართველოში უნდა იცხოვროს ყველამ ერთად, ბედნიერად. აუცილებლად უნდა შევრიგდეთ, ჩვენ ხომ ქრისტიანები ვართ, მართმადიდებლები”, – განაცხადა პეტრიაშვილმა. 

დატოვეთ კომენტარი