სტატიები

როგორ მოვითხოვოთ გადასატანი ყუთი? – ვადები და პროცედურები 

საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებია. ისტორიაში პირველად, წელს არჩევნები ელექტრონულად ტარდება.

ამავე თემაზე: რა უნდა ვიცოდეთ ელექტრონული არჩევნების შესახებ – პროცუდერები კენჭისყრის დღეს 

რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჯანმრთელობისა თუ სხვა მიზეზების გამო საარჩევნო უბანზე მისვლას ვერ შეძლებენ, ხმის მისაცემად გადასატანი ყუთით ისარგებლებენ. 

რა ვადებში და როგორ მოვითხოვოთ გადასატანი ყუთი? 

  • კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში, ამომრჩეველმა გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა  მიმართოს კენჭისყრის დღემდე, არაუგვიანეს მე-11 დღისა.
  • გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება ამომრჩეველთა (გარდა კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლებისა) ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე.

როგორ უნდა აღმოჩდეს ჩვენი მონაცემები ამომრჩეველთა სპეციაულურ სიაში? 

  • გასატანი ყუთით მოსარგებლე ადამიანის შესახებ ინფორმაცია აღინიშნება ამომრჩეველთა ერთიან სიაში ან სპეციალურ სიაში – ამ ინფორმაციას ხელმოწერით ადასტურებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.

პროცედურის დაწყებისა და დასრულების დრო 

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება კენჭისყრის 09:00 საათიდან და სრულდება 19:00 საათზე. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 20:00 საათისა.
  • იმ უბნებზე, სადაც ამომრჩეველი ხმას აძლევს ელექტრონულად, გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩეველი ხმას ახალი წესით დაბეჭდილი ბიულეტენებით მისცემს, სადაც შემოხაზვის ნაცვლად სასურველი პარტიის ასარჩევად გააფერადებს წრეს.
  • უბანზე დაბრუნებულ გადასატან ყუთში ბიულეტენები ისეთი კონვერტებით იქნება ჩაყრილი, რომ ვერავინ გაიგებს, ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა.

შენიშვნა: გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესზე ვრცელდება ყველა პროცედურა, რომლებიც დაკავშირებულია საარჩევნო უბანზე ხმის მიცემასა და ამომრჩევლის მარკირებასთან.

დატოვეთ კომენტარი