23 სექტემბერს, ხაშურის სამუსიკო სკოლის დარბაზში ჯგუფის “ფორტე” კონცერტი გაიმართება.
აღნიშნულ მუსიკალურ საღამოში ჯგუფს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია, ბიუჯეტიდან 6000 ლარს გადაუხდის.
“მერიის განათელების, კულტურისა და სპორტის სამსახური ინიციატივით კულტურული ღონისძიების ფარგლებში ჩამოგვყავს ჯგუფი “ფორტე” ღონისძიების ბიუჯეტი 6000 ლარია”, – გვითხრა ხაშურის მერის მოადგილემ ზვიად გოგუაძემ.
კონცერტი 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
დატოვეთ კომენტარი