ახალი ამბები

ზემო ნიქოზის სკოლის დირექტორად მინისტრმა მარიამ ლაზარაშვილი დანიშნა

გორის მუნიციპიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის სკოლის დირექტორად განათლების მინისტრმა დისკრეციის წესით მარიამ ლაზარაშვილი დანიშნა, – ეს ინფორმაცია “მოზაიკას”  გორის რესურცენტრის უფროსმა გია ბერძნიშვილმა დაუდასტურა.

“მხოლოდ ერთ სკოლაში, ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში მოხდა მინისტრის მიერ დისკრეციის წესით დირექტორის დანიშვნა. ზემო ნიქოზის სკოლას მარიამ ლაზარაშვილი უხელმძღვანელებს“, – გვითხრა გია ბერძნიშვილმა.

მინისტრმა დისკრეციის წესით დირექტორები იმ საჯარო სკოლებში დანიშნა, სადაც მათი არჩევა სამეურვეო საბჭოს მიერ ვერ მოხდა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი