ახალი ამბები

სახელმწიფო გორის ეპარქიას 215 389 კვ.მ. ნაკვეთს 99-წლით უსასყიდლოდ გადასცემს

სახელმწიფო გორისა და ატენის ეპარქიას, სოფელ ყელქცეულში მდებარე 215 389 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს 99 – წლით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადასცემს.

შესაბამისი განკარგულებები პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძე 13 სექტემბერს გამოსცა.

შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 – წლის ვადით უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყელქცეულში მდებარე 215389 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი“, – წერია საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემულ განკარგულებაში.

ინფორმაციისთვის, პრემიერ მინისტრმა 13 სექტემბერს კიდევ ორი განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც საპატრიარქო სახელმწიფოსგან კიდევ ორ ნაკვეთს თბილისსა და მცხეთაში პირდაპირი მიყიდვის ფორმით 1 ლარად მიიღებს.

დატოვეთ კომენტარი