ახალი ამბები

“ქარელობაზე” სიმღერისთვის ჯგუფს “1/4” 10 500 ლარს გადაუხდიან 

“ქარელობა 2024”-ზე ჯგუფი “1/4” იმღერებს, – ინფორმაცია “მოზაიკას” ქარელის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა, ვახტანგ თურქაძემ დაუდასტურა. სახალხო დღესასწაულზე სიმღერისთვის ჯგუფი ქარელის ბიუჯეტიდან 10 500 ლარს მიიღებს. 

“ქარელობა 2024” წელს 21 სექტემბერს გაიმართება. ქარელის მერიის ცნობით, დღის განმავლობაში მოეწყობა გასართობი სივრცეები, 19:00 საათზე კი გალა კონცერტი დაიწყება.

  • 12:00 საათი – გასართობი სივრცეები, საბავშვო ატრაქციონები;
  • 13:30 საათი – კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლები მონაწილეობით;
  • 19:00 საათი – გალა კონცერტი, ჯგუფის “1/4” მონაწილეობით და ფოიერვერკი.

ინფორმაციისთვის, შარშან სახალხო დღესასწაული 28 ოქტომბერს გაიმართა და ბიუჯეტიდან 31 100 ლარი დაიხარჯა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი