“ხაშურ ქალაქობაზე” უცხოელი სტუმრები არ იქნებიან, – გვითხრეს ხაშურის მერიაში და ამის მიზეზად, ქალაქში მიმდინარე წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დაასახელეს.
“წელს “ხაშურ ქალაქობაზე” უცხოელი სტუმრები არ გვყავს, რადგან ქალაქში წყლის პროექტი მიდის და ბევრი უხერხულობა შექმნილი“, – გვითხრა ნინო სუხიაშვილმა, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.
შარშან სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, ხაშურმა მეგობარი ქვეყნების ლიეტუვის, ლატვიის და უკრაინის 18-კაციან დელეგაციას უმასპინძლა.
“ხაშურ ქალაქობა 2024” წელს 29 სექტემბერს გაიმართება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 65 000 ლარი დაიხარჯება.
დატოვეთ კომენტარი