ახალი ამბები

“ევროკავშირი თვითონ გვთხოვს, რომ შემოდითო” – კასპის მერი 

კასპის მერი მოსახლეობას წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გორის მერთან, ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან და პარლამენტარ ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ვიდეო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა. 

ვახტანგ მაისურაძემ მოსახლოებასთან საუბრისას, ყურადღება გაამახვილა ერთსქესიანთა ქორწინების საკითხზე. 

“უნდა აიკრძალოს ერთსქესიანთა ქორწინება ჩვენს რეგიონში, უნდა აიკრძალოს ერთსქესიანთა ოჯახებში ბავშვის აყვანა. დარწმუნებული ვარ კასპის მოსახლეობა დაუდგება “ქართულ ოცნებას” გვერდში. ავტომატურად, ლადოს დაუდგება გვერდში და გვეყოლება პარლამენტში. მარტო გორზე არ იქნება აქცენტი გაკეთებული, გადანაწილდება მისი ყურადღედება კასპზეც”, – განაცხადა მაისურაძემ. 

ვახტანგ მაისურაძის თქმით, ევროკავშირი საქართველოსნაირ “აყვავებულ ქვეყანას” თავად სთხოვს, რომ მასთან გაერთიანდეს. 

“ევროკავშირი მერე თვითონ მიგვიღებს, თუ ვუნდივართ, ეს აყვავებული ქვეყანა და დარწმუნებული ვარ, აქეთ გვთხოვენ შემოდითო”, – ამბობს მაისურაძე. 

დატოვეთ კომენტარი