გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ სიმონ გულედანი დაინიშნა.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, სწორედ გულედანი შეასრულებს გორის მერის მოვალეობას, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ.
ხინჩეგაშვილს კი თანამდებობის დატოვება პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის მეორე დღესვე მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ სიმონ გულედანი ამ დრომდე შიდა ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე იყო.
დატოვეთ კომენტარი