საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე თითქმის ერთი თვე რჩება. საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია. წელს პირველად, ამომრჩეველი ხმას ელექტრონულად მისცემს, რომლის შესახებაც მოსახლეობის ნაწილი ჯერ კიდევ არ ფლობს ამომწურავ ინფორმაციას.
“მოზაიკა” გთავაზობთ პროცედურების ჩამონათვალსა და რიგითობას, რომელიც მოქალაქემ უშუალოდ არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანზე მისვლის დროს უნდა იცოდეს.
პროცედურა საარჩევნო უბანზე შესვლისას
დაელოდეთ რიგს;
წარუდგინეთ ნაკადის მომწესრიგებელს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და გაიარეთ მარკირების შემოწმების პროცედურა. მიბრძანდით თავისუფალ რეგისტრატორთან და მიაწოდეთ პირადობის მოწმობა.
რეგისტრატორი აიდი ბარათს გაატარებს წამკითხველში და შეამოწმებს თქვენს მონაცემებს.
მონაცემების გადამოწმების შემდეგ, გაიარეთ მარკირების პროცედურა, ვერიფიკაციის აპარატიდან დაიბეჭდება ქვითარი, რომელიც თქვენი ხელმოწერით უნდა დაადასტუროთ.
რეგისტრატორი ქვითარს მოათავსებს გაუმჭირვალე ყუთში. რეგისტრატორი გადმოგცემთ ბიულეტინს და განგიმარტავთ პროცედურებს.
პროცედურა საარჩენო კაბინაში შესვლამდე და შესვლის შემედეგ
გააფერადეთ ბიულეტინზე არსებული საცდელი წრე რეგისტრატორის თანდასწრებით.
მიბრძანდით თავისუფალ საარჩევნო კაბინაში, გააკეთეთ არჩევანი, გააფერადეთ თქვენთვის სასურველი კანდიდატის დასახელების წინ მდებარე წრე.
მოათავსეთ ბიულეტინი ჩარჩო-კონვერტში და მიბრძანდით საარჩევნო ყუთთან.
პროცედურა საარჩევნო ყუთთან
ბიულეტინი აპარატში ჩარჩო-კონვერტის საშუალებით მოათავსეთ იმგვარად, რომ ბიულეტინის წინა მხარე მოექცეს ქვემოდან.
ჩარჩო კონვერტი დაიკავეთ მსუბუქად, რომ აპარატმა მარტივად მიიღოს კონვერტი.
დაელოდეთ შეტყობინებას “თქვენი ხმა მიღებულია”.
შეგახსნებთ, რომ არჩევნები 2024 საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. საარჩევნო უბნები ზუსტად 8:00 საათზე გაიღება და 20:00 საათზე დაიხურება.