ახალი ამბები

ფლევის, ბროლოსანის და ხაშურის N2 სკოლებში მინისტრმა დირექტორები დანიშნა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის, ბროლოსანის და ხაშურის N2 საჯარო სკოლებში დირექტორი დისკრეციის წესით განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა დანიშნა.

მინისტრმა გამოიყენა უფლებამოსილება და დისკრეციის წესით ბროლოსანის, ფლევის და ხაშურის #2 საჯარო სკოლებში დირექტორი დანიშნა. ასე ხდება, როდესაც სამეურვეო საბჭო ვერ ირჩევს დირექტორს. მოგეხსენებათ რომ ამ სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნების დროს ხმების რაოდენობა გაიყო და დირექტორის არჩევა ვერ მოხერხდა“, – გვითხრა ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა აბაზაძემ.

მინისტრის გადაწყვეტილებით, ბროლოსანის სკოლის დირექტორი – თეონა კურტანიძე, ფლევის საჯარო სკოლის – ვახო ხაჩიძე, ხოლო ხაშურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ია ხაჩიძე გახდა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი