ახალი ამბები

გორელი ბიზნესმენი პოლიციამ მაშინ დააკავა, როცა საკუთარ რესტორანთან მისვლას ცდილობდა

გორში ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი სოსო ბაბაევი დააკავეს. როგორც მისი ახლობელი “მოზაიკას” უყვება, პოლიციამ ბაბაევს საკუთარ რესტორანთან მანქანით მისვლის უფლება არ მისცა – რესტორანი იმ სივრცესთან მდებარებს, სადაც დღეს ბიძინა ივანიშვილი გეგმავს პარტაქტივთან შეხვედრას. 

სოსო ბაბაევი გადაადგილდებოდა მანქანით და მიდიოდა საკუთარ რესტორანში. პოლიციამ მას უთხრა, რომ ავტომობილით გადაადგილება არ შეიძლებოდა, რასაც ბაბაევი არ დაემორჩილა და ამის შემდეგ, სამართალდამცველებმა ის დააკავეს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის“, – გვითხრა შოთა ხარიბეგაშვილმა. 

ახლობლები სასამართლოს ჩანიშვნას ელოდებიან. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.