გორის მერიის ცნობით, მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, ხის კოტეჯი ხუთ უსახლკარო ოჯახს გადაეცემა.
უწყების ცნობით, ხუთივე ოჯახს კოტეჯი საკუთარ ფართში უშენდება.
ამჟამად, კოტოჯების მოწყობის სამუშაოები ქვეშში, ბროწლეთში, ფლავში, ბერბუკსა და მეჯვრისხევში მიმდინარეობს.
“ოჯახები კომისიის მიერ შეირჩა. კოტეჯების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 283 070 ლარი გამოყო”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ხის საცხოვრებელი კოტეჯები უზრუნველყოფილია თბოიზოლაციისა და ელექტორენერგიის სისტემებით.
დატოვეთ კომენტარი