გორის მერიას სურს შეიძინოს 2 მიკროავტობუსი, ამისთვის კი ბიუჯეტში 400 000 ლარი აქვს გათვალისწინებული. უწყებამ შესასყიდად ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 20 სექტემბერს იწყება.
როგორც მერიაში გვითხრეს, ახალი მიკროავტობუსები სარგებლობის უფლებით სპორტის განვითარების სააგენტოს გადაეცემა.
“გორის მუნიციპალიტეტის მერიას ესაჭიროება – გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოსთვის 2 მიკროავტობუსის შესყიდვა, რათა უსაფრთხოდ და კომფორტულად მოხდეს სპორტსმენების მგზავრობა ტურნირებზე. ავტოპარკში არსებულ მიკროავტობუსებს გაუვიდა ექსპლუატაციის ვადა და გამოვიდა მწყობრიდან”, – განმარტეს მერიაში.
შერჩეულმა პრეტენდენტმა მიკროავტობუსების მიწოდება უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღის ვადაში.