ბიძინა ივანიშვილის დასახვედრად, გორში სივრცის მოწყობა ორი დღით ადრე დაიწყეს. გორის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამანქანო გზა გადაკეტილია და სცენის მონტაჟი მიმდინარეობს.
ოლიგარქის და “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომრის დასახვედრად, გორში განათების ბოძიც მოჭრეს.
ტერიტორიიდან ავტომობილების გაყვანა მოსთხოვეს მძღოლებსაც.
ბიძინა ივანიშვილი გორში 14 სექტემბერს ჩამოვა. როგორც ცნობილია, მისი ვიზიტის შესახებ უკვე გააფრთხილეს საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები.
აღასანიშნავია, რომ ეს პირველი შეხვედრაა, რომელსაც ივანიშვილი “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გორში მართავს. ის ბოლოს ადგილობრივებს 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შეხვდა.
დატოვეთ კომენტარი