“არჩევნების შემდეგ, თუკი რაიმე სასწაულით, “ქართული ოცნება” მოიგებს არჩევნებს, ბიძინა ისევ განზე გადგება და ამ ბიჭებს დატოვებს ხელსუფლებაში”, – ამბობს პარტიის “გახარია – საქართველოსთვის” წევრი მამუკა ფანიაშვილი.
ფანიაშვილის შეფასებით, მმართველი პარტიის სიის პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილის ჩასმა, საარჩევნო ფანდია, რომლითაც ივანიშვილი ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობს. მისი თქმით, ოლიგარქს საარჩევნო კამპანიაში ჩართვა მოქმედი პრემიერ-მინისტრისა და პარტიის თავმჯდომარის ცუდი რეიტინგის გამო მოუწია.
“წესით, ყოველთვის მოქმედი პრემიერ-მინისტრი და პარტიის თავმჯდომარე უნდა იყოს ხოლმე სიის პირველი ნომერი. რეალურად, მათ პარტიას ურეიტინგო ადამიანი ხელმძღვანელობს. მისი ურეიტინგობა და ხალხის “სიყვარული” ბევრჯერ დადასტურდა”, – ამბობს ფანიაშვილი.
მამუკა ფანიაშვილი ფიქრობს, რომ “ქართულ ოცნებას” არჩევნებში გამარჯვების შანსი აღარ აქვს.
“ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა იყო, როცა ყველამ ვნახეთ, ფეხბურთელებთან შეხდვედრისას, როგორ აგინებდა და ლანძღავდა ფეხბურთელების დასახვერად შეკრებილი 50 000 ადამიანი კობახიძეს. სწორედ ამიტომ, ირაკლი კობახიძე ვერ ჩასვეს სიის პირველ ნომრად, არ გამოდიოდა, რომ ვინმე სხვა ჩაესვათ და ამიტომ გადაწყდა ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრად ჩასმა. ეს ერთგვარი ფანდია მათი მხრიდან, რადგან არჩევნების შემდეგ, თუკი რაიმე სასწაულით მოიგებენ არჩევნები, ბიძინა ისევ განზე გადგება და ამ ბიჭებს დატოვებს ხელისუფლებაში”, – ამბობს ფანიაშვილი.