ახალი ამბები

14 სექტემბერს გორში ბიძინა ივანიშვილი ჩამოვა 

14 სექტემბერს გორში ბიძინა ივანიშვლი “ქართული ოცნების” ადგილობრივ პარტაქტივს შეხვდება. 

“მოზაიკას” ინფორმაციით, საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები შეხვედრის შესახებ უკვე გააფრთხილეს.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ოლიგარქი და ახლა უკვე საპარლამენტო სიის პირველი ნომერი, წინასაარჩევნო კამპანიას გორის ციხის მიმდებარედ, კერძოდ კი საკათედრო ტაძრის წინ ჩაატარებს. 

გორელი სამოქალაქო აქტივისტისა და ბიზნესმენის, სოსო ბაბაევის ინფორმაციიღ, აღნიშნული ტერიტორიიდან უკვე გაიყვანეს მანქანები და ადგილი გაათავისუფლეს.  

ინფორმაციისთვის, ეს პირველი შეხვედრაა, რომელსაც ივანიშვილი “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გორში მართავს. ის ბოლოს ადგილობრივებს 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შეხვდა.

დატოვეთ კომენტარი