ახალი ამბები

თაგვეთის ხიდი ისევ დაზიანდა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაგვეთთან  მდებარე ხიდი ისევ დაზიანდა. ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალური ქსელით სოსო ლომიძემ გააავრცელა. 

საუბარია დაკიდულ ხიდზე, რომელიც მუნიციპალიტეტს ქაშვეთთან, კოდიწყაროსთან და თაგვეთთან აკავშირებს.

მანქანებმა დააზიანეს და ფიცარიც დალპა. დღეს ვერ გადავედი, სანამ დაზიანებულ ადგილზე სხვა ფიცარი არ დავდე“, – აღნიშნავს სოსო ლომიძე.

დაკიდულ ხიდს მოსახლეობა საავტომობილი მიმოსვლისთვის იყენებს. ბოლო წლებში, მისი რეაბილიტაცია რამდენჯერმე გახდა საჭირო. მაგალითად, 2023 წელს დამჭერი ჩაწყდა და ხელისუფლება მოსახლეობას ხიდზე გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევდა. 

დატოვეთ კომენტარი