ახალი ამბები

21 სექტემბერს “ქარელობა” გაიმართება

21 სექტემბერს სახალხო დღესასწაული “ქარელობა 2024” გაიმართება.

როგორც ქარელის მერიის სპორტისა და კულტურის სამსახურის უფროსმა გვითხრა, ამ ეტაპზე ღონისძიებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა ცნობილი არაა. 

ამ ეტაპისთვის 21 სექტემბერია გადაწყვეტილი ღონოსძიების ჩასატარებლად. პროგრამა და თანხები ჯერ არ არის ცნობილი, იქამდე ჯერ დიდი დროა“, – გვითხრა ვახტანგ თურქაძემ.

ინფორმაციისთვის, შარშან სახალხო დღესასწაული “ქარელობა 2023” 28 ოქტომბერს გაიმართა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 31 100 ლარი დაიხარჯა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი