ხაშურში, ბორჯომის ქუჩაზე ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილის ბანერი განათავსეს.
ტატო გრიგალაშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
გრიგალაშვილი მსოფლიოს და ევროპის 3 გზის ჩემპიონია.
როგორც ხაშურის მერიაში გვითხრეს, აღნიშნული ბანერი მუნიციპალური საკუთრება არაა და მათთვის უცნობია ბანერი ბორჯომის ქუჩაზე ვინ განათავსა.
დატოვეთ კომენტარი