ახალი ამბები

ატენში მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით ძებნილი მამაკაცი დააკავეს 

ერთი თვის წინ ატენში მამაკაცის მკვლელობის საქმეში ბრალდებულებიდან ერთ-ერთი სამართალდამცავებმა დააკავეს. ი.ბ. ამ დრომდე ძებნაში იმყოფებოდა. 

“მოზაიკას” ინფორმაციით ის ბათუმში დააკავეს. გამოძიება სსკ-ს 117 მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს.

გამოძიების ვერსიით, მეზობლის მკლელობაში მონაწილე ი.ბ.- მ სამართალდამცავებს დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა. 

სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებულებიდან ერთ-ერთი, დ.რ. მაშინვე დააკავე. ის ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.