ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთის სკოლას პირველკლასელი მოსწავლე არ ჰყავს, – უთხრა “მოზაიკას” ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.
მანანა აბაზაძის ცნობით, ამ სკოლაში სულ 4 მოსწავლე ირიცხება.
“ქვიშხეთის საჯარო სკოლასთან არსებობს ორი სოფლის, ბეღლეთის და ბულბულისციხის დაწყებითი კლასის სკოლები. ბეღლეთის სკოლას წელს არ ჰყავს პირველკლასელი მოსწავლე. ამ სკოლაში სულ 4 მოსწავლე დადის, მაგრამ სოფელ სურს და ინარჩუნებენ სკოლას”.
აბაზაძის თქმით, მუნიციპალიტეტში კიდევ რამდენიმე მცირეკონტინგენტიანი სკოლაა.
“მაგალითად, ბულბულის ციხეში ერთი პირველკლასელი გვყვავს, ხოლო სავანისუბანში 2 მოსწავლეა. ყველას ეს სკოლები ქვიშხეთის საჯარო სკოლასთან არიან შერწყმულები“, – გვითხრა მანანა აბაზაძემ.
ინფორმაციისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტის 32 საჯარო სკოლაში წელს 590 პირველკლასელი დარეგისტრირდა.