ახალი ამბები

“3 წელია, აგარაში დაზიანებული სტადიონის რეაბილიტაციას ვითხოვ” – მურთაზ ცისკაძე

3 წელია, აგარაში დაზიანებული მინი სტადიონის რეაბილიტაციას ვითხოვ, – ამბობს აგარის მაჟორიტარი დეპუტატი ქარელის საკრებულოში და პარტიის “ახალი” წევრი მურთაზ ცისკაძე. 

7 წლის წინ აგარის ცენტრალურ დასახლებაში მინი სტადიონი გაკეთდა, მაგრამ სტადიონის საფარი მალევე დაზიანდა. ათობით ბავშვი სარგებლობს ამ სტადიონით. 3 წელია მის რეაბილიტაციას ვითხოვ, თუმცა შედეგი არაფერია“, – გვითხრა მურთაზ ცისკაძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მინი სტადიონი ბავშვებს უსაფრთხო სათამაშო გარემოს ვერ სთავაზობს. 

“დაზიანებულ საფარზე თამაშის დროს ბავშვმა ფეხიც კი მოიტეხა. ამ პრობლემის შესახებ ინფორმაცია საკრებულოსაც აქვს და მერიასაც, თუმცა სტადიონის განახლებისთვის ჯერ არაფერი გაკეთებულა”. 

ინფორმაციისთვის, მურთაზ ცისკაძემ სტადიონის საფარის შეცვლის საკითხი საკრებულოს სხდომაზე გასულ წელს დააყენა. სხდომას ქარელის მერი ზაზა გულიაშვილიც ესწრებოდა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები