ახალი ამბები

“ხელისუფლების მიერ “რუსული კანონის” მიღებამ გადამაწყვეტინა, რომ ენმ-ს რიგებს შევერთებოდი” – კასპის ყოფილი მერი

ხელისუფლების მიერ “რუსული კანონის” მიღებამ გადამაწყვეტინა, რომ ენმ-ს რიგებს შევერთებოდი“, – უთხრა “მოზაიკას” კასპის ყოფილმა მერმა დაქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა. მანუჩარ მერებაშვილის თქმით, მმართველი პარტია ხალხის ნებას და სურვილს არ ითვალისწინებს. 

გადავწყვიტე შევერთებოდი ოპოზიციურ გაერთიანებას. მეტწილად ეს გადაწყვეყილება მიმაღებინა მმართველი გუნდის მიერ რუსული კანონის მიღებამ. ნებისმიერი მთავრობა, რომელიც წავა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ჩემთვის არის მიუღებელი. შესაბამისად დიდი დრო არ დამჭირდა, რომ ეს გადაწყვეტილება მიმეღო და შევვერთებოდი კოალიცია “ერთიანობას“, – გვითხრა მერებაშვილმა. 

ის უკვე ჩაერთო კოალიციის  წინასაარჩევნო კამპანიაში და დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის ერთიანი ბრძოლა 26 ოქტომბერს წარმატებით დასრულდება. 

“ყველა ჩემი საქმიანობა დავტოვე და მთლიანად პოლიტიკაში გადავერთე. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება იქნება ქვეყნისთვის და ხალხისთვის სასიკეთო. ამ გუნდში არიან ჩემი მეგობრები, ზოგი სტუდენტობის დროინდელიც. კასპში ძალიან კარგი გუნდი ჰყავს და ვფიქრობ კარგ შედეგს დადებენ არჩევნებზე”. 

ინფორმაციისთვის, მანუჩარ მერებაშვილმა კასპის მერის თანამდებობა 2020 წელს, საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი