ქარელელი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი პარიზის პარალიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ფრანგი მოწინააღმდეგე ბრიანა ვიდე 15-11 დაამარცხა.
ნინა თიბილაშვილმა პირველ შეხვედრაში ჰიო კიონგ კვონი ანგარიშით 15:5 დაამარცხა, მეოთხედფინალში იუ ჩუ იესთან ანგარიშით 15:4 გაიმარჯვა, ნახევარფინალი ჩინელ პარასპორტსმენთან დათმო, რეპეშაჟში კი უკრაინელ ეტლით მოფარიკავეს სძლია.
ინფორმაციისთვის, ნინა თიბილაშვილი ტოკიოს ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი, გუნდურ თანრიგში მსოფლიოს ჩემპიონი და მსოფლიოს თასის მრავალგზის გამარჯვებულია.
დატოვეთ კომენტარი