ახალი ამბები

გვერძინეთის, ავლევის და საციხურის სკოლებს პირველკლასელი მოსწავლე არ ჰყავს

ქარელის მუნიციპალიტეტის გვერძინეთის, ავლევის და საციხურის სკოლებს წელს პირველკლასელი მოსწავლე არ ეყოლება, – უთხრა “მოზაიკას” ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა,

მარიკა საზანდრიშვილის თქმით, ჯამში სამივე სკოლაში 59 მოსწავლე ირიცხება. 

“გვერძინეთის და ავლევის სკოლები საბაზისოა, ხოლო საციხურის სკოლა – საჯარო. გვერძინეთის სკოლაში 7 მოსწავლე ირიცხება, ავლევის სკოლაში – 15, ხოლო საციხურში – 37 მოსწავლე”.

რესურსცენტრის უფროსის ინფორმაციით, სკოლებს დახურვა არ ემუქრებათ.

ინფორმაციისთვის, ქარელის მუნიციპალიტეტის 36 სკოლაში წელს 554 პირველკლასელი დარეგისტრირდა.

დატოვეთ კომენტარი