ახალი ამბები

ხაშურისა და გორის მერიები 100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტებს დააჯილდოებენ 

ხაშურისა და გორის მერიები 100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტებს დააჯილდოებენ.

დაინტერესებულმა პირებმა მერიაში უნდა წარმოადგინონ გორის მერიაში:

  • განცხადება;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • დაბადების მოწმობის ასლი;
  • ცნობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (რეესტრი);
  • სწავლის დამადასტურებელი ცნობა საჯარო ან კერძო სკოლიდან;
  • ცნობა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ;
  • საბანკო ანგარიშის ნომერი.

უწყების ცნობით, დოკუმენტაციის წარდგენის ვადა 2 ოქტომბრის ჩათვლით.

ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა სტუდენტებმა დოკუმენტები უნდა წარადგინონ მერიის, განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურში 19 სექტემბრის ჩათვლით: 

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სწავლის დამადასტურებელი ცნობა საჯარო ან კერძო სკოლიდან;
  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა 100%იანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ.
დატოვეთ კომენტარი