ახალი ამბები

“ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის მეციხოვნეები” – პარტია “ჩვენ” საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

პოლიტიკურმა პარტიამ „ჩვენ“ – საარჩევნო კამპანია საოკუპაციო ხაზთან მდებარე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან დაიწყო.

დავით ქაცარავა, კახა გოგიძე, გიორგი პატარიძე, ხატია ბაკურაძე, ჟორჟ ჟამერაშვილი, ლაშა მგელაძე და პარტიის სხვა ლიდერები თამარაშენის, შაქშაქეთისა და ფცას მოსახლეობას შეხვდნენ.

“დავიწყეთ შეხვედრები ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლების მაცხოვრებლებთან, რომლებიც ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტულები არიან, იმიტომ რომ ეს არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ მომატებული რისკის ზონაში და ჩემთვის წარმოადგენენ პირველი რიგის მეციხოვნეებს ჩვენი ქვეყნისა. ამიტომ, ჩვენი კამპანია სიმბოლურად დაიწყო შიდა ქართლიდან, ქარელის რაიონიდან”, – განაცხადა დავით ქაცარავამ. 

პარტიის წევრების განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლოებას მომდევნო დღეებშიც შეხვდებიან. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.