ოქტომბრის არჩევნებით საქართველო სამუდამოდ აირჩევს ისტორიულ, დასავლური განვითარების გზას, – ამბობს გორის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ანი ბალიაშვილი.
ბალიაშვილის თქმით, ეს არის ისტორიული არჩევნები, რომელიც ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს
“ოქტომბრის არჩევნებით საქართველო სამუდამოდ აირჩევს ისტორიულ – დასავლური განვითარების გზას და უარს ეტყვის კორუმპირებულ, მოღალატე რუსულ ხელისუფლებას. 26 ოქტომბერი უახლესი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია იმ თვალსაზრისით, რომ წინა თაობების მიერ დაწყებული ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ და საქართველო გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი. ამ არჩევანით გვეძლევა შანსი, გვქონდეს ევროპული ხელფასი, ევროპული პენსია, ევროპული განათლება და ჯანდაცვის სისტემა“, – აცხადებს ბალიაშვილი.
ენმ-ს წევრებმა მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე დაიწყეს. როგორც პარტიაში ამბობენ, ისინი მოქალაქეებს საკუთარ ხედვებს საჯარო შეხვედრების გარდა, კარდაკარის ფორმატშიც აცნობენ.