ახალი ამბები

გორის “დილას” თამაშიდან მიღებული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება

31 აგვისტოს გორის “დილა” “იბერია 1999”-ს დაუპირისპირდება. თამშზე დასასწრები ბილეთებიდან მიღებულ თანხას კლუბის ადმინისტრაცია ქველმოქმედებისთვის გადარიცხავს – ამ ინფორმაციას “დილა” ავრცელებს.

კლუბის განცხადებით, ბილეთებიდან მიღებული თანხა სადგურის დასახლებაში მდებარე მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის ეზოში სპორტული დარბაზის მშენებლობას მოხმარდება.

“ძვირფასო გულშემატკივრებო კლუბის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, დილა – იბერია 1999-ის მატჩის ბილეთების ფასი 1-ის ნაცვლად 2 ლარი იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი საქველმოქმედოა და შემოსული თანხა გორში მდებარე მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის ეზოში სპორტული დარბაზის მშენებლობისთვის გადაირიცხება“, – წერს კლუბის ადმინისტრაცია.

ინფორმაციისთვის, დილა – იბერია 1999-ის მატჩი 31 აგვისტოს 21:00 საათზე დაიწყება

დატოვეთ კომენტარი
ტეგები