სურამში, ტაბიძის ქუჩაზე, ახლად დაგებულ გზაზე საკანალიზაციო ჭის სახურავი ჩატყდა.
ამის ამსახველი ფოტო სოციალური ქსელით ადგილობრივმა გაავრცელა.
“სურამში, ტაბიძის ქუჩაზე, ახლად დაგებულ გზაზე საკანალიზაციო ჭის სახურავი ერთი უკვე ჩატყდა, დანარჩენებიც მალე ჩატყდება. ძალიან უხარისხო თუჯის სახურავები გამოიყენეს, თხელი”, – წერს მოქალაქე.
ინფორმაციისთვის, სურამში გზის რეაბილიტაცია 2024 წლის აპრილში დასრულდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 324 062 ლარი დაიხარჯა.
დატოვეთ კომენტარი