გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტო იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც დაცულ ტერიტორიებზე მუშაობენ, სპეცტანსაცმელს ყიდულობს.
“ვყიდულობთ ზამთრის სეზონის სპეცტანსაცმელსაც, რომელიც რეინჯერებისთვისაა განკუთვნილი”, – გვითხრეს სააგენტოში.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სააგენტო ძირითადად თბილი სამოსის შეძენას აპირებს. კერძოდ, შერჩეულმა კომპანიისგან რეინჯერებისთვის იყიდიან:
- 31 ცალ მაისურს გრძელი სახელურით;
- 35 ცალ მაისურს მოკლე სახელოთი;
- 16 ცალ ხაკისფერ პულოვერს;
- 16 ცალ ხაკისფერ პერანგს;
- 20 ცალ გრძელ და საწვიმარ ლაბადას;
- 35 ცალ შარვალს;
- 15 ცალ თბილ და ხაკისფერ ქუდს:
- 40 ცალ კეპს;
- 16 ცალ ზამთრის ქურთუკს, კაპიშონით;
- 16 ცალ ზაფხულის ქურთუკს;
- 16 ცალ ჟილეტს;
- 260 ცალ ინსიგნიას;
- 15 ცალ შარვალს, კლასიკური სტილის;
- 16 ცალ ქამარს;
სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერი უკვე კომპანიის შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. სააგენტოს სამოსის შესაძენად 25 440 ლარი აქვს გათვალისწინებული.
დატოვეთ კომენტარი