“ქართული ოცნების” მხარდამჭერი კონცერტების სერია რეგიონებში გრძელდება. 29 აგვისტოს ქართველი შემსრულებლების კონცერტი ქარელში გაიმართება.
ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, კონცერტი მერიის შენობის წინ ჩატარდება.
“29 აგვისტოს, 19 :00 სთ-ზე, ჩვენი მუნიციპალიტეტის მერიის წინ, გაიმართება კონცერტი. თქვენს წინაშე წარსდგებიან: მარიკა თხელიძე, რომა რცხილაძე, მარიამ მამისმედიშვილი, რეზო და ბავშვები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ სახელისუფლებო პარტიის მხარდასაჭერი კონცერტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტარდება. პარტიის ინფორმაციით, მუსიკალური ღონისძიებები ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება და ყველა რეგიონს მოიცავს.
დატოვეთ კომენტარი