სახალხო დღესასწაული “ხაშურ ქალაქობა 2024” 29 სექტემბერს გაიმართება. დაგეგმილი აქტივობებისთვის ხაშურის ბიუჯეტიდან დაახლოვებით 65 000 ლარი დაიხარჯება, – უთხრა “მოზაიკას” მერიის კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე ფრუიძემ მიაწოდა.
“დეტალები დასაზუსტებელი გვაქვს. დღესასწაულის ორგანიზებისთვის ვფიქრობთ, რომ 65 000 ლარამდე დაიხარჯება. გვეყოლება როგორც ესტრადის მუსიკოსები, ასევე ცეკვის სახელმწიფო ანსაბლი. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ვინც უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს, იმას ავირჩეთ. ჩვენი სურვილია იყოს კარგი და ძლიერი როგორც ცეკვის ანსაბლი, ასევე ინსტრუმენტალური ბენდები“, – გვითხრა კონსტანტინე ფრუიძემ.
ინფორმაციისთვის, გასულ წელს სახალწლო დღესასწულის აღსანიშნავად ბიუჯეტიდან დაახლოებით 75 000 ლარი დაიხარჯა.