ხაშურში, ზემო სერის ტერიტორიაზე მდებარე კოლეჯი “ქართლი” 15 ოქტომბერს გაიხსნება. როგორც კოლეჯის ადმინისტრაცია აცხადებს, პროფესიულ მიმართულებებზე მსურველთა რეგისტრაცია 2 სექტემბრიდან დაიწყება.
კოლეჯის სასწავლო პროგრამები მოიცავს:
- ხელით ელექტრორკალურ შედუღებას;
- ზოგად ელექტრო სამონტაჟო სამუშაოებს;
- კომპიუტერის ქსელურ და პროგრამულ მხარდაჭერას;
- საავტომობილო შიდაწვის ძრავების კვების სისტემის სერვისს;
- სანტექნიკურ სამუშაოებს;
- ხე ტყის დამზადებას და ტყის დაცვის სამუშაოებს.
“აღნიშნულ პროგრამებზე სწავლა უფასოა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. პროგრამებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება როგორც დისტანციურად, ისე ადგილზე – კოლეჯში ვიზიტით. პროგრამების განხორციელება უზრუნველყოფილია შესაბამისი დარგის მაღალკვალიფიციური მასწავლებლების მიერ“, – აცხადებს კოლეჯი.
ადმინისტრაციის ცნობით, პროგრამების წარმატებით დასრულებისას კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
შეგახსენებთ, რომ 200 სტუდენტზე გათვლილი პროფესიული კოლეჯის მშენებლობა 2022 წელს დასრულდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 10 მლნ ლარი დაიხარჯა. შენობა მშენებლობის დასრულებიდან 2 წლის განმავლობაში უფუნქციო იყო.