“მომავალი გვიჩვენებს, ვიქნები თუ არა პარლამენტში“, – ასე პასუხობს გიორგი სოსიაშვილი “მოზაიკას” კითხვას მისი სამომავლო გეგმების შესახებ.
როგორც გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, ჯერჯერობით არ იცის, იქნება თუ არა “ქართული ოცნების” პარტიულ სიაში.
“უნივერსიტეტში ვარ არჩეული პროფესორი და ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას. რაც შეეხება პარლამენტში ყოფნას, ვიქბები თუ არა კვლავ, ამას მომავალი გვიჩვენებს“, – გვითხრა სოსიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” გორი-კასპის საარჩევნო ოლქში დელეგატად ვლადიმერ ხინჩეგაშვილი წარადგინა. ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ წარდგენილი დელეგატები პარტიულ სიაშიც იქნებიან.
დატოვეთ კომენტარი