არასრულწლოვანი, რომელიც 74 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის დააკავეს, ამბობ რომ ის თავს იცავდა და თავად იყო მოკლულის მსხვერპლი.
როგორც მისი უფლებადამცველი ამბობს, მათ სასამართლლოს გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართეს, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია გაითვალისწინა და დაკავებულს პატიმრობა შეუგარდა.
“მოსამართლემ შეაფასა თავის შეხედულებისამებრ მდგომარეობა და გადაწყვიტა, რომ ამ ეტაპზე პატიმრობა გამოეყენებინა. ბრალდებული, რა თქმა უნდა, ცუდ მდგომარეობაშია. ბრალდებულის პოზიცია არის, რომ ის თვითონ იყო მსხვერპლი და გამომდინარე აქედან თვლის, რომ პატიმრობას არ იმსახურებს”, – ამბობს ბრალდებულის ადვოკატი, ნინო იოსაბაშვილი.
ამავე თემაზე: ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება