ახალი ამბები

ტაქსის მძღოლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

74 წლის ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი წარუდგნეს.

გორის რაინულ სასამართლოში ბრალდების მხარემ მოსამართლეს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართა, სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა. 

“არასრულწლოვან გ.ყ-ს წარედგინა ბრალდება სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც ნიშნავს განძრახ მკვლელობას და მისი ასაკის მხედველობაში მიღებით, ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, აღკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების თაობაზე, სასამართლომ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა”, – განაცხადა პროკურორმა. 

შეგახსენებთ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში 74 წლის კაცის მკვლელობისთვის დაკავებულია არასრულწლოვანი. გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე: ხაშურის მუნიციპალიტეტში 14 წლის არასრულწლოვანი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს 

დატოვეთ კომენტარი