ახალი ამბები

გორში ახალი ბულვარის მოწყობისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა – ფოტოები

გორში, გურამიშვილის ქუჩის მიმდებარედ მოწყობილი ახალი ბულვარი ოფიციალურად 2 სექტემბერს გაიხსნება.

ბულვარი “გოლ ენდ ბრომ” მოაწყო, რისთვისაც კომპანიამ გორის ბიუჯეტიდან  751 070 ლარი უკვე მიიღო. ბულვარი მოეწყო მდინარე მტკვრის კალაპოტში, ძველი ხიდიდან  “ახალბაღის” პარკის ტერიტორიამდე.  ბულვარისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, აღნიშნულ კომპანიასთან გორის მერიას ჯამში 1 254 429ნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება აქვს დადებული. შესაბამისად, კომპანია თანხის დარჩენილ ნაწილს ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე, ანუ 32 დღეში მიიღებს.

ამ დროისთვის, ბულვარში უკვე მოეწყო გარეგანათება, სარწყავი სისტემა და სანიაღვრე ქსელი. ასევე, დაიდგა სკამები და ურნები. ბულვარის ტერიტორია დეკორატიული ფერადი ფილებით მოპირკეთდა და ველოპილიკებიც დაიხაზა.

“მოზაიკა” გთავაზობთ ფოტოებს, როგორ გამოიყურება გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე ბულვარი

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ბულვარი უერთდება “ახალბაღის” პარკის იმ ნაწილს, სადაც ისტორიული კოლონადებია განთავსებული. ამავე ტერიტორიაზე, ცირკის ძველი შენობის ადგილას გაიხსნა რესტორანი “ცირკი”, უფრო ადრე კი, მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო “გორი ინნ” აშენდა, რომელიც რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის ვახტანგ კარიჭაშვილის მფლობელობაშია. 

ამავე თემაზე: გორის მერია “გორი ინნ”-ის მიმდებარედ ბულვარს მოაწყობს 

დატოვეთ კომენტარი