ბლოგები

რატომ მივდივართ ახალგაზრდები არჩევნებზე?

ავტორი: ირაკლი მილაძე

არჩევნები დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. არჩევნებში მონაწილეობა კი სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხია.

სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ახალგაზრდებისთვის არაპოპულარული იყო პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა და ამავე არჩევნებში მონაწილეობა. ბოლო წლებში ახალგაზრდობამ თავისი სიტყვა თქვა და ეს დაგვანახა წინა წლების მოვლენებმა, როდესაც რუსი კომუნისტი დეპუტატი ჩამოიყვანეს საქართველოში და პარლამენტის თავჯდომარის სავარძელში ჩააბრძანეს. გარკვეულწილად ახალი თაობის გამოფხიზლება აქედან დაიწყო და 2023 წლის მარტის მოვლენებს (რუსული კანონის წინააღმდეგ) ჯენზი სრულებით მომზადებული შეხვდა.

ახალგაზრდების აქტიურობამ და მაღალმა სამოქალაქო შეგნებამ განაპირობა კანონის უკან გაწვევა. სამწუხაროდ, 2024 წელს კვლავ შემოაბრუნეს რუსული კანონი და ჯენზი უფრო მეტად მოტივირებული და მომზადებული შეხვდა ხელისუფლების ამ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯს.

სწორედ ამ თაობამ მოახერხა ის, რომ თვეზე მეტი მიმდინარეობდა ქვეყნის მასშტაბით მრავალათასიანი აქციები.

დღეს სხვა რეალობაა და მე იმედი მაქვს, რომ ეს თაობა 26 ოქტომბერს თავის სიტყვას იტყვის. თუმცა, არსებობს საზოგადოების ის კატეგორიაც, რომელიც კვლავ პროპაგანდის მსხვერპლია.

მინდა მათ მივმართო: მეგობრებო, ხელისუფლება მარცხდება, რადგან ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მეორედ გააგდეს თანამდებობიდან და არაფორმალური მმართველი – ბიძინა ივანიშვილი მესამედ მობრუნდა ძალაუფლების დაკარგვის შიშით.

არჩევნები ელექტრონულად ტარდება და გაყალბების შესაძლებლობა 0%.

ასევე, აღარ იქნება მაჟორიტარული სისტემა, რაც კიდევ ერთი დიდი პლიუსია ნორმალური არჩევნების ჩატარებისთვის.

სხვათაშორის, ახალი კვლევები, რომელიც გამოქვეყნდა, საერთაშორისო ორგანიზაცია “გორბმა” ჩაატარა და ხელისუფლებას 59% დაუწერა. ეს ის ორგანიზაციაა, რომელმაც 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე სალომე ზურაბიშვილს 57% დაუწერა. არჩევნებში კი ხელისუფლების რჩეულმა კანდიდატმა ოფიციალურად 38% მიიღო. საერთაშორისო ორგანიზაცია რომ ხარ და ცდომილება 19% გაქვს, 6 წლის შემდეგ რატომ უნდა გენდოს ხალხი?

საქმე მარტივადაა. – ხელისუფლება ქმნის ცრუ წარმოდგენას, რომ ისინი უპირობოდ იგებენ და ოპოზიციის მხარდამჭერები აღარ მივიდნენ ხმის მისაცემად, თითქოსდა აზრი არ აქვს.

მეგობრებო, წადით არჩევნებზე და ნახავთ, რომ თქვენი ხმა გადამწყვეტი იქნება! არ არსებობს ძალა და იარაღი, რომელიც ჩვენს მიზანს და იდეას დაამარცხებს. წარმოუდგენელია, რომ ახალგაზრდობასთან გაიმარჯვოს უმეცრებამ, რუსულმა გავლენამ, ანტისახელმწიფოებრიობამ და სიბოროტემ!

დატოვეთ კომენტარი