ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში სასაფლაოებამდე მისასვლელი გზების ასფალტირება იგეგმება.
მერიის გადაწყვეტილებით, ასფალტი გზის სამ მონაკვეთზე დაიგება და ჯამში 1 მლნ 200 ლარი დაიხარჯება.
როგორც “მოზაიკას” უთხრეს, სოფელში ხუთი სასაფლაოა, მისასვლელად კი მოსახლეობა სამი გზით სარგებლობს.
- ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში სასაფლაომდე მისასვლელი გზის (#1) სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დაიხარჯება არაუმეტეს 366 052 ლარი;
- ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში სასაფლაომდე მისასვლელი გზის (#2) სარეაბილიტაციო სამუშაოებზე – 593 332 ლარი;
- ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში სასაფლაომდე მისასვლელი გზის (#3) სარეაბილიტაციო სამუშაოებზე – 240 616 ლარი;
კომპანიის შესარჩევად, მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.
დატოვეთ კომენტარი