გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შიდა ქართლში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
“ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო მოქალაქეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდმანში ჰქონდა მოწყობილი. საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე დალუქულია 14 ერთეული კაკლის სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი), წიფლის სახეობის 2,5 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 5 კუბური მეტრი მოცულობის ე.წ. ნაგვერდული”, – განმარტავენ დეპარტამენტში.
უწყების ცნობით, ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
დატოვეთ კომენტარი