ხაშურის წყალმომარაგებისთვის მთავრობა საფრანგეთს 20 წლიან სესხს სთხოვს, რომლის ღირებულება 30 მილიონი ევროა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განკარგულება 15 აგვისტოს გამოსცა.
ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტი ერთი წლის წინ დაიწყო. სამუშაოებს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია “JV of YDA Insaat Sanayi Ve Ticaret Anonim Sirketi & Ardem Yapi Gayrimenkul Insaat Taahut Akar. Mad. Tic. A.S.” ახორციელებენ.
პროექტის განსახორციელებლად, საფრანგეთის განვითარების ფონდმა 225 მილიონი ლარი გამოყო, რაც როგორც ხაშურის მერი ამბობდა, მუნიციპალიტეტის 10 წლის ბიუჯეტია.
“მისალოცია ამბავია ხაშურელებისთვის, მართლაც, რომ საუკუნის პროექტის დაწყება, რომლის ღირებულებაც 225 მლნ ლარია, ეს დაახლოვებით ჩვენი 10 წლის ბიუჯეტია”, – ამბობდა სამუშაოების დაწყებისას თენგიზ ჩიტიაშვილი.