„ქართულმა ოცნებამ“ 22 დელეგატი წარადგინა, რომლებიც რეგიონებში საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან.
როგორც როგორც დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარტიის დელეგატი გორი -კასპის საარჩევნო ოლქში გორის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ხოლო ქარელი-ხაშურის საარჩევნო ოლქში ამჟამინდელი მაჟორიტარი-დეპუტატი ზაალ დუგლაძე იქნება.
“ყველა დელეგატი „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი გამსვლელ ადგილზე. შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში უკლებლივ ყველა ქალაქს და რეგიონს ეყოლება თავისი წარმომადგენელი და ამით ნაწილობრივ იქნება აღმოფხვრილი ის ნაკლოვანება, რომელიც არის დაკავშირებული მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნება“ დელეგატებს ოცდაათივე საარჩევნო ოლქში წარადგენს.