ახალი ამბები

“გადამწყვეტი ცვლილებებისთვის”  – 19 აგვისტოდან სტუდენტური კამპანია იწყება

სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” 19 აგვისტოდან რეგიონებში სააინფორმაციო კამპანიებს გეგმავს. 

ახალგაზრდული ორგანიზაციის ცნობით, ისინი ქალაქებში და სოფლებში მოსახლეობას 26 ოქტომბრის არჩევნების გადამწყვეტ მნიშვნელობაზე გაესაუბრებიან. 

მოძრაობის განცხადებას “მოზაიკა” უცვლელად გთავაზობთ: 

ვივლით ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ და მივალთ რაც შეიძლება მეტ ჩვენს თანამოქალაქესთან, რათა ვესაუბროთ ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე და დავარწმუნოთ 26 ოქტომბერს გადამწყვეტ არჩევნებზე მოსვლასა და რელევანტური არჩევანის გაკეთების აუცილებლობაში!

ჩვენ გვესმის, რამდენად დიდი როლი გვაქვს ამ გადამწყვეტ მომენტში იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გასული თვეების განმავლობაში რეჟიმის რუსულ პოლიტიკას ქუჩიდან, ფიზიკურად ვუპირისპირდებოდით და რამდენად დიდი ნდობა და რწმენა არსებობს საზოგადოებაში ამ გულწრფელი ახალგაზრდული მოტივაციის მიმართ, რომლის არ გამოყენებაც ამ კრიტიკულ მომენტში დაუშვებელია.

სწორედ, ამ პასუხისმგებლობის გააზრებით, 19 აგვისტოდან ვერთვებით წინასაარჩევნო კამპანიაში, ვივლით ფეხდაფეხ და გავაგონებთ ჩვენს ხმას მთელ საქართველოს!

შემოვივლით საქართველოს ფაქტობრივად ყველა რეგიონს სექტემბრის ბოლომდე და ადამიანებთან პირისპირი კომუნიკაციის გზით ვეცდებით, ინდივიდუალურად დავარწმუნოთ თითოეული მათგანი, გახდეს გადამწყვეტი ცვლილებების თანამონაწილე.

ოქტომბრიდან კი დავიწყებთ გენერალურ კამპანიას და არჩევნებამდე დარჩენილ ბოლო კვირებში გამარჯვების მუხტს შევქმნით დიდ ქალაქებში, რეგიონულ ცენტრებში!

თუ გსურს, შენი წვლილი შეიტანო ამ საქმეში, დაგვეხმარე ფინანსურად – თითოეული ლარი მნიშვნელოვანია, რადგან რესურსების გარეშე ამგვარი კამპანიის ჩატარება შეუძლებელია.

ჩვენ, ყველას ერთად შეგვიძლია გავხდეთ გადამწყვეტი ცვლილებების შემოქმედი და დავუბრუნოთ ჩვენს ქვეყანას მომავლის რწმენა. უარი ვუთხრათ რუსულ, ანტიდემოკრატიულ და ძალადობრივ რეჟიმს და ვიაროთ წინ, ევროპული მომავლის გზაზე!

დახმარების მსურველებს შეგიძლიათ ისარგებლოთ ქვემოთ მოცემული საბანკო რეკვიზიტებით:

საქართველოს ბანკი:
ყველა ვალუტისთვის GE82BG0000000574080157
მიმღები: Nikolozi Managadze

საზღვარგარეთიდან გადმორიცხვის მსურველთათვის ბანკის SWIFT: BAGAGE22.

დანიშნულება: #თავისუფლებისთვის!

თბს ბანკი:

 ₾ – GE28TB7338936010100055
 $ – GE48TB7338936110100002

მიმღები: Nikolozi Managadze

საზღვარგარეთიდან გადმორიცხვის მსურველთათვის ბანკის SWIFT: TBCBGE22.

დანიშნულება: #თავისუფლებისთვის!

დატოვეთ კომენტარი