ახალი ამბები

გორმედის სამშობიაროში ქალი გარდაიცვალა

გორმედის სამშობიაროში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. 

ერთ-ერთი ვერსიით, ქალს თრომბი განუვუთარდა, თუმცა გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ქალს საკეისრო კვეთით უნდა ემშობიარა მოულოდნელად კი კომაში ჩავარდა.

“არანაირი თრომბი კარგად იყო და უცბად კომაში ჩავარდა. დაუზიანეს რაღაცა. მთელი ღამე გვატყუეს, ხან რა მომიზეზეს ხან რა. პატრულით გაავსეს დილით საავადმყოფო მაგ ნაძირლებმა. ყველა დაგვემალა, არაცინ გამოვიდა და პასუხი არ გაგვცეს.არც თბილისში გაგვატანეს ჩვენ მოუვლითო”, – ამბობს გარდაცვლილის ახლობელი. 

ამ ეტაპზე კლინიკაში მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა მომხდარს ადასტურებენ. 

“მიმდინარეობს მოკვლევა შესაბამისი სამსახურის მიერ, დანიშნულია ექსპერტიზა”, – გვითხრეს კლინიკაში. 

მომხდარზე “მოზაიკა” დამატებით დეტალებს არკვევს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.