ახალი ამბები

ხაშურში N5 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ითხოვენ

ხაშურში N5 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, შენობას არა მხოლოდ რემონტი, არამედ გამაგრებაც სჭირდება. 

სანამ ნანგრევებად არ იქცევა, არ ჩაუტარდება რეაბილიტაცია? სირცხვილია უბრალოდ. ყველა სკოლას ეშველა, ჩვენი სკოლის გარდა“, – წუხს ლიკა ციხელაშვილი.

“გარემონტებული სკოლები რემონტდება თავიდან, მე-5 სკოლას საშველი არ დაადგა, იქნებ მოგვაქციონ ყურადღება როგორმე“, – ამბობს ნატო თოთრაშვილმა.

მე-5 სკოლას უშველეთ, მასეთ მდგომარეობაში არც მეორე საჯარო სკოლა ყოფილა და არც სხვა, რომელიც გაარემონტეს. ესა ყველაზე ცუდ მდგომარეობაში, თავზე გვენგრევა სკოლა“, – აღნიშნავს მაიკო შეროზია. 

ხაშურის N5 სკოლას რეაბილიტაცია 2009 წელს ჩაუტარდა. სამუშაოებზე მაშინ 38 127 ლარი დაიხარჯა, თუმცა როგორც მოსახლეობა ამბობს, მას შემდეგ შენობა საგრძნობლად დაზიანდა.

მოსახლეობის მოთხოვნის პასუხად, როგორც ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გვითხრეს, რომ შენობა სარემონტოა, თუმცა ავარიული არ არის. 

“სკოლა სარემონტოა, თუმცა ავარიული არ არის. სკოლა ავარიულად რომ ჩაითვალოს, მას სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა სჭირდება. ამ ეტაპზე სკოლის რეაბილიტაცია დაგეგმილი არ არის“, – გვითხრა მანანა აბაზაძემ, რესურცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.

აღსანიშნავია, რომ სკოლის შენობაში ამ დროისთვის საბავშვო ბაღიცაა განთავსებული.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი