ხაშურის ცეკვის ანსაბლმა “ოქროს ფარი” იტალიის ქალაქ რიმინში ჩატარებულ მსოფლიო ფესტივალზე პირველი ადგილი აიღო. ანსამბლის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მოცეკვავეები ხაშურში ორი პრიზით დაბრუნდნენ.
“ხაშურის ისტორიაში პირველად ხაშურელი მოცეკვავეები იტალიიდან პირველი ადგილით დაბრუნდნენ. იტალიის ქალაქ რიმინში ჩატარებული მსოფლიო ფესტივალია, სადაც საკმაოდ დაძაბულ კონკურსზე ხაშურის ანსამბლი “ოქროს ფარი” ჯერ ექვსეულში მოხვდა, შემდეგ კი პირველი ადგილი აიღო. მიიღი ორი პრიზი: როგორც საუკეთესო ანსამბლმა და როგორც საუკეთესო ქორეოგრაფიულმა ნომერმა, პოპური“, – წერს სოციალურ ქსელში ნონა თედიაშვილი.
დატოვეთ კომენტარი